1.პროექტის სახელწოდება-გარემო ჩემი სახლია
2.პროექტის
მთავარი იდეა(თემა)-დავიცვათ გარემო დაბინძურებისაგან.
3.პროექტის
აქტუალობა-დედამიწა ყოველი ცოცხალი არსების საბინადრო გარემოა,მისი დაცვა კი მხოლოდ
ადამიანს შეუძლია.
4.პროექტის
მიზნები-მოსწავლეებს გამოუმუშავდეთ ჩვენი საარსებო გარემოსადმი მზუნველი დამოკიდებულება
და შეძლონ სხვებისთვისაც მაგალითის მიცემა.
5.მონაწილეთა
ასაკი- 8-9 წელი.
6.ვადები/ხანგრძლივობა-4
დღე
7.მოსალოდნელი
შედეგები/პროდუქტი-მოსწავლეები ქმნიან პლაკატებს,წერენ საკუთარ მოსაზრებებს და ქმნიან
წესებს გარემოს დაცვასთან დაკავშირებით.მიღწეულ შედეგებს განვათავსებ ბლოგზე.
8.პროექტისთვის
საჭირო რესურსები-მე-3 კლასის სახელმძღვანელო“ჩვენი გარემო“, სამუშაო რვეული,საწერი
კალამი,სახატავი ფურცლები,ფერადი ფანქრები,პროდუქტების შესაფუთი მასალა.
9.პროექტის
მსვლელობა/აქტივობები:
პირველი დღე:
ა) საკლასო დისკუსიის წარმართვა მოცემულ თემასთან დაკავშირებით.
ბ) ინდივიდუალური მუშაობა სახელმძღვანელოზე.
მეორე დღე:
ა) მასწავლებელი წყვილებს ურიგებს მოსწავლეების მიერ
წინასწარ გამოყენებული პროდუქტების შესაფუთ მასალებს.ამ მასალაზე აღნიშნულ პირობით
ნიშნებს ადარებინებს სახელმძღვანელოში არსებულს.
ბ) მოსწავლეები მერხებიდან იღებენ შესაფუთ მასალებს,ერთად
აგროვებენ და ყრიან ცელოფანის პარკში.
მესამე დღე:
ა) ტარდება „სკოლის მიდამოს დასუფთავება“.მოსწავლეები
რამდენიმე მასწავლებელთან ერთად ასუფთავებენ სკოლის ეზოს.მოგროვილ ნაგავს ყრიან სპეციალურ
ურნებში.
ბ) ხელების დაბანვის შემდეგ ტარდება საუბარი მიღებულ
შედეგებთან დაკავშირებით.
მეოთხე დღე:
ა) მოსწავლეები წერენ გარემოს დაცვის წესებს .
ბ) უზიარებენ ერთმანეთს რჩევებს,თუ როგორ უნდა მოიქცნენ,რომ
მათ ირგვლივ გარემო სუფთა და დაცული იყოს.
10.საგანთან/ეროვნულ
სასწავლო გეგმასთან კავშირი:
ბუნ.|||.12.მოსწავლე ამჟღავნებს გარემოზე ზრუნვის ელემენტებს.:
ü იკვლევს
ლოკალურ გარემოს და აღწერს ადამიანის ზამოქმედებით გამოწვეულ ცვლილებებს მისთვის ადვილად
დაკვირვებად დროის პერიოდში.
ü განასხვავებს
გარემოსთვის ადამიანის სასარგებლო და საზიანო ქმედებებს.
ü თანაკლასელებთან
ერთად მონაწილეობს გარემოში ქცევის წესების შემუშავებაში.
მოსწავლეები ქართულის გაკვეთილზე წერენ თემას“გარემო
ჩემი სახლია“
11.პროექტის
ხელმძღვანელი–მანანა კუჭავა
12.პროექტის
ხელმძღვანელის ელ.ფოსტა-kuchavamanana@gmail.com
13.პროექტის
ვებ.გვერდი/ბლოგი-mananakuchava.blogspot.com